თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიის, თარხნიშვილის, ლუარსაბ შარაშიძის, ღამბაშიძის, ბოცვაძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, როდენის, ვერიკო ანჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, მიხეილ თუმანიშვილის, სოფიკო ჭიაურელის, კოტე მახარაძის, შიო მღვიმელის და ანანურის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედნის, ფილარმონიის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის, ვერეს შესახვევის, ვერეს დაღმართის, სანაპიროს, ნიკო ნიკოლაძის, ბოცვაძის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, კოსტავას, ქუჩიშვილის, ქიაჩელის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, ახვლედიანის, მედეა (მზია) ჯუღელის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, შინდისის, ამაღლების,ოქროყანის და ჭოველიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III, V კვარტლების, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, ზურაბ აბულაძის, რომანოზ ხომლელის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II, V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების II კვარტლის და ფრანგულიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს I, II, III მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ჟღენტის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, პაბლო პიკასოს, პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის და დავით თავხელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV, V მიკრორაიონების, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მცხოვრებლებს
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ბერბუკის, პავლე ასლანიდის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.