თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 13 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ივერიელის, წინანდლის, დოესის, უბილავას, ზურაბიშვილის, ნოსირის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის და ხახანაშილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მანავის, ლერწმის და ბოლნისის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ლუბლიანას, ტერევენკოს, ბოცვაძის, დისევის, ბოხუას და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების და სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.