თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 19 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, შინდისის და კრწანისის მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ანთიმოზ ივერიელის და ონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, სუხიშვილის, გუმათგესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურგესის, იდუმალის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეიოვნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დავარის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის, ძოწენიძის, გამრეკელის, ნუცუბიძის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია თელასის ინფორმაციაში.