თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაოლო იაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონისა და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ბაბუციძის, ოცხელისა და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.