თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

07:53, 28.09.2020

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაოლო იაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონისა და პეტრიწის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ბაბუციძის, ოცხელისა და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი