თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 18 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ისნის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეღლეთის, ჟონეთის, გოლოვინის, კიკეთის, გალავნის, კიაშაურის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს და სომხეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონების მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის III მიკრორაიონის III კვარტლის, მუხიანის აგარაკების და რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, გეგეჩკორის და ედიშერ მაღალაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაშუკელის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.