თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 9 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ყვარლის, საინგილოს, მელაანის, ჯორჯ ბუშის, ვლადიმერ ლობჟანიძის, მეველეს, მათიაშვილის, ნავთლუღის და ბოჭორმის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV მიკრორაიონების, კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და მამისაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვოლსკის, ნადიკვარის, ორთაჭალის, კრწანისის, ჯაფარიძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის, მანჯგალაძის, დეპოს, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, სვანეთის, მელქისედეკ პირველის, კავთისხევის, ხევსურეთის, ჯანელიძის, ზაჰესის, ნიკო მარის, სააკაძის, მეჯვრისხევის, კამალოვის, ქართლელიშვილის, გულრიფშის, კურნატოვის, თამარაშვილის, სართანიას, საჭილაოს, სუმბათაშვილ-იუჟინის, ლიკანის, ჩაქვის, წიკლაურის, ჭიჭინაძის, ცისარტყელას, ტრაქტორის, ქუთათელაძის, ბენდელიანის, ხრესილის, ზესტაფონის, სამღერეთის, ჟღენტის, დობროლიუბოვის, კალიუჟინის, კოდალოს, ზედაუბნის, კაჭრეთის, მაღაროს, ეკლესიის, ენისელის, სართანიას, ქართველიშვილის, ზაქარაიას, მესხიშვილის, თიგიშვილის, კონდოლის, კაჭრეთის, ინწკირველის, წერონისის, ბახმაროს, ლისაშვილის, გომარეთის, ახტალის, რაჭის და ლეჩხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს, რიონჰესის, სააკაძის, ცინცაძის, კოხრეიძის, ჭიჭინაძის და იმერეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი ოქროყანის, გოგებაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, კერესელიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ბარნოვის, კაკაბაძის, მთაწმინდის, ჭონქაძის, ყიფიანის, ბესიკის, მესხის, ვეძისის, სულხან-საბას, კოსტავას, ზანდუკელის და ოქროყანის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაყაშვილის, გოგებაშვილის, ერისთავი-ხოშტარიას, გუნიას, კერესელიძის, კაკაბაძეების და ზალდასტანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის და ქრისტაფორე არეშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V, VI, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.