თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 8 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 8 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, V მიკრორაიონების, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყაროთუბნის, ხევისპირის, ჯაბიძის, მწვანე, შულენბერგის, ფარსმან II ქველის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ხიზაბავრის, შეშელიძის, ვასაძის, იპოლიტოვ-ივანოვის, მარსელის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქვემო ვეძისის დასახლების, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, მეფე მირიანის, დავარის, შარტავას და გოთუას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაზაფხულის, ნადარეიშვილის, კამანის, ნუცუბიძის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ატენის, ნინო რამიშვილის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რიგის, თაქთაქიშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IX კვარტლის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების II მიკრორაიონის, ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს დასახლების, ქიზიყის, ფრანგულიანის, ღლონტის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ზალდასტანიშვილის, მაყაშვილის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ბარნოვის, კაკაბაძის, კერესელიძის და მესხის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სააკაძის, მანჯგალაძის, ლეჩხუმის, ნიკო მარის, ხევსურეთის, რიონჰესის, იმერეთის, ჭიჭინაძის, სანერგის, ცინცაძის, სვანეთის, ბენდელიანის და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.