თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ნათაძის, ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის და ხოჭის ტბის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, საირმის გორას, საბურთალოს, ოთარ ჭილაძის, ამბროლაურის, ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის, შმიდტის, ვასო გოძიაშვილის, ბურძგლას, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის (ნაწილობრივ), ყუშიტაშვილის და ლვოვის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის III ქუჩის, დელისის, ბუდაპეშტის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, გაზაფხულის, მამია გურიელის და თამაზ ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.