თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 30 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 30 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ჩეხოვის, მეფე სოლომონ ბრძენის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხის, რუისის, სევანის, ალიხანიანის, ფაღავას, წურწუმიას, ირბახის, ლაგოდეხის, ხერხეულიძის, ლადო მესხიშვილის, შავიშვილის, იორის, წინანდლის, სართიჭალის, იზაშვილის, ბოროდინის, ღვინის აღმართის, ურბნისის და დუტუ მეგრელის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის, პაატა გუგუშვილის და ბესო ბერიას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, კოსტავას, მიცკევიჩის და ცაგარელის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ერეკლე მეორის მოედნის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ერეკლე მეორის, ანტონ კათალიკოსის, კოტე აფხაზის, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის, შავთელის, ყავლაშვილის, ავლევის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, დიუმას, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, ვირსალაძის, ათონელის, მტკვრის, ორბელიანის, სანაპიროს, ფურცელაძის, გოგჩას, ხიდისთავის, ფხოვის და სულხანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის, შავთელის, ავლევის, ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, ალექსანდრე დიუმას, ეითიმ გურჯის და ვერცხლის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალციხის, ბენაშვილის, იაროსლავის, ლენტეხის, ოსიაურის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მიხეილ ჭიაურელის, ახმეტელის, გიული ჭოხონელიძის, ესმა ონიანის და დავით რონდელის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“.