თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 3 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების გამო, 3 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14 ქუჩების, ხომლელის, თრიალეთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის და რაზიკაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჟვანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის II კვარტლის, ბოგდან ხმელნიცკის, გეთიას, ჯანელიძის და არსენ იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.