თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, ახოსპირელის, აბო თბილელის, ნიშნიანიძის, აბესაძის, ალავერდოვის, ლერმონტოვის, ასათიანის, ჩიხლაძისა და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლისა და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სავანელის, მესხის, ჭონქაძის, გერგეთისა და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლებისა და საკანდელიძის ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ვანისა და დავით ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ვანის, დავით ბაქრაძისა და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონისა და მირაქიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მონასტრის, წყალსადენისა და ტაძრის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, ხრესილის, ნეკრესის, გურამიშვილისა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შენგელიას ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.