თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, ახოსპირელის, აბო თბილელის, ნიშნიანიძის, აბესაძის, ალავერდოვის, ლერმონტოვის, ასათიანის, ჩიხლაძისა და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლისა და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სავანელის, მესხის, ჭონქაძის, გერგეთისა და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლებისა და საკანდელიძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ვანისა და დავით ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ვანის, დავით ბაქრაძისა და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონისა და მირაქიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მონასტრის, წყალსადენისა და ტაძრის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, ხრესილის, ნეკრესის, გურამიშვილისა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შენგელიას ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.