თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის, ფალიაშვილის, ბაზალეთის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ატენის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I და III მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, თინათინის, ფატმანის, ავთანდილის, ვეფხისტყაოსნის, ასმათის, ტარიელის, დავარის, მირიან მეფის, გიორგი ბრწყინვალის, ერედვის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, მირიან მეფის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის, შარტავას, ცაგერის, დები იშხნელების და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის I და II მიკრორაიონების, ბესარიონ ჟღენტის, პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, ალექსანდრე ( საშა ) იოსელიანის და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ჭედიას, კაჭარავას, ლაზოს, გაგრის, სალხინოს, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, კობერიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ვეკუას და გაგრის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის (ნაწილობრივ) და სოფელი თელეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯორის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ლერმონტოვის, გიგა ლორთქიფანიძის, იაშვილის, მაჩაბელის, ასათიანის და ქიქოძის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარათაშვილის და ათონელის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეფრემ ზაქარაიას, ინტერნატის, სამღერეთის და ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ- სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, გარეჯის და მარიამ დადიან ანჩაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 III მიკრორაიონის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, კიტა აბაშიძის, წინამძღვრიშვილის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV მიკრორაიონის და ლუბლიანას ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.