თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ანდრონიკაშვილის, ჯანჯღავას, ულიანოვის, ლიბანის, ბარალეთის, წერეთლის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი – 09:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის  (ნაწილობრივ) და ვასო აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის და სოფელი თელეთის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, მაჭავარიანის და ცაცხვების ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპიროს და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, აფხაზავას, გოკიელის, მეფრინველეობის და სტურუას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.