თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 26 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში დღეს, 26 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, გამრეკელის, ცინცაძის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის, ოთარ ჭილაძის, ბურძგლას, შმიდტის და საირმის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სულხან ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ამაშუკელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 11:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სვანიძის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.