თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 25 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 25 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ვაკის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ატენისა და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: 9 მარტის ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, ბროსეს, ვირსალაძის, ალექსი-მესხიშვილის, სანაპიროსა და ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილისა და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა, IV მიკრორაიონების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, შეშელიძის, დაისის, ხანძთის, ქერჩის, ვარდისუბნისა და განთიადის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლისის თბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, გვარამაძის, ბერიტაშვილის, ნუცუბიძის, დგებუაძისა და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძისა და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თორნიკე ერისთავისა და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.