თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 25 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 25 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 25 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ატენისა და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: 9 მარტის ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, ბროსეს, ვირსალაძის, ალექსი-მესხიშვილის, სანაპიროსა და ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილისა და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა, IV მიკრორაიონების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, შეშელიძის, დაისის, ხანძთის, ქერჩის, ვარდისუბნისა და განთიადის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლისის თბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, გვარამაძის, ბერიტაშვილის, ნუცუბიძის, დგებუაძისა და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძისა და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თორნიკე ერისთავისა და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.