თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანისა და აფხაზეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, რომანოზ ხომლელისა და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, სოლომონ დოდაშვილის, საექიმოსა და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გორგასლის, იბრაჰიმ ისპაჰანელის, იოსებ გრიშაშვილისა და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხაზინის, თაბუკაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წავკისის, გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეებისა და ბარნოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის მე-3 ქუჩის, რეხის, ზაქრაძისა და იონა მეუნარგიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), ახმეტელის, ლუბლიანას, ბელიაშვილისა და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის III, VI კვარტლების, მიქელაძის, ახმეტელის, ლუბლიანასა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დავით გარეჯელის, ხუდადოვის, გარეჯის, მექანიზაციის, ელო ანდრონიკაშვილის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძისა და ნინო წერეთლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.