თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანისა და აფხაზეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, რომანოზ ხომლელისა და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, სოლომონ დოდაშვილის, საექიმოსა და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გორგასლის, იბრაჰიმ ისპაჰანელის, იოსებ გრიშაშვილისა და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხაზინის, თაბუკაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წავკისის, გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეებისა და ბარნოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის მე-3 ქუჩის, რეხის, ზაქრაძისა და იონა მეუნარგიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), ახმეტელის, ლუბლიანას, ბელიაშვილისა და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის III, VI კვარტლების, მიქელაძის, ახმეტელის, ლუბლიანასა და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დავით გარეჯელის, ხუდადოვის, გარეჯის, მექანიზაციის, ელო ანდრონიკაშვილის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძისა და ნინო წერეთლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.