თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კუპრაძის და კოტეტიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გაგარინისა და იასამნის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირისა (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაოინის (ნაწილობრივ), პეტრიწის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, შმიდტისა და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონისა და გრაფ შულენბერგის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საბანაკოს დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, ანდღულაძის, ხარაბაძის, კაკაბეთის, ამირეჯიბის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, დურმიშიძის, წალენჯიხის, ჯორჯ ბუშის, ხაჩატურიანის, გელა მებაღიშვილის, ანწუხელიძის, არველაძის, ნანეიშვილის, ონიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, აფანასიევის, ყვარლის, კალანდაძის, ალექსანდრე თანდაშვილის, მესხეთის, შერვაშიძის, კოტე ბაქრაძის, თოლენჯისა და გუჯარეთის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ორთაჭალის, კრწანისის და დიმიტრი გულიას ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.