თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კუპრაძის და კოტეტიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი დიღმის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გაგარინისა და იასამნის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირისა (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაოინის (ნაწილობრივ), პეტრიწის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, შმიდტისა და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონისა და გრაფ შულენბერგის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საბანაკოს დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, ანდღულაძის, ხარაბაძის, კაკაბეთის, ამირეჯიბის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, დურმიშიძის, წალენჯიხის, ჯორჯ ბუშის, ხაჩატურიანის, გელა მებაღიშვილის, ანწუხელიძის, არველაძის, ნანეიშვილის, ონიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, აფანასიევის, ყვარლის, კალანდაძის, ალექსანდრე თანდაშვილის, მესხეთის, შერვაშიძის, კოტე ბაქრაძის, თოლენჯისა და გუჯარეთის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ორთაჭალის, კრწანისის და დიმიტრი გულიას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.