თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გოგოლის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ფიროსმანისა და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციისა და ფიროსმანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონისა და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავასა და ჯანჯღავას ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, შალვა ახალციხელის, სანდრო მირიანაშვილის, ნიკოლოზ სვანიშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, წალკის, საბანიძის, ნაზიმი განჯელის, ქუმსიაშვილის, ბექა ოპიზრის, თელეთის, მუხათის, იალღუჯის, დეკაბრისტის, ისპაჰანის, ხუციშვილის, მერჩულეს, ცურტაველის, გრიშაშვილის, ბერძნის, შავნაბადასა და ნიკო ლორთქოფანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახიანის, ინწკირველის, ნოსტეს, უიარაღოს, ჩოდრიშვილის, მუშათა, კელაპტრიშვილის, წაღვერის, ძმობის, ქებურიას, წრომის, მესხის, კიკნაძის, ჩხიკვაძის, კისისხევისა და სტურუას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძისა და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ავშნის, ნუშის, მონადირისა და ვახტანგ ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, შატილისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკა კლდიაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძისა და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.