თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გოგოლის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ფიროსმანისა და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგოლის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციისა და ფიროსმანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონისა და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, კაჭარავასა და ჯანჯღავას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, შალვა ახალციხელის, სანდრო მირიანაშვილის, ნიკოლოზ სვანიშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, წალკის, საბანიძის, ნაზიმი განჯელის, ქუმსიაშვილის, ბექა ოპიზრის, თელეთის, მუხათის, იალღუჯის, დეკაბრისტის, ისპაჰანის, ხუციშვილის, მერჩულეს, ცურტაველის, გრიშაშვილის, ბერძნის, შავნაბადასა და ნიკო ლორთქოფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახიანის, ინწკირველის, ნოსტეს, უიარაღოს, ჩოდრიშვილის, მუშათა, კელაპტრიშვილის, წაღვერის, ძმობის, ქებურიას, წრომის, მესხის, კიკნაძის, ჩხიკვაძის, კისისხევისა და სტურუას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, ჭიჭიკო ბენდელიანის, დავით ჭიჭინაძისა და ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ავშნის, ნუშის, მონადირისა და ვახტანგ ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, შატილისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკა კლდიაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძისა და არაყიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.