თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ტაშკენტისა და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ასმათის, დავარისა და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის I მიკრორაიონის, მინდელის, პოლიტკოვსკაიასა და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კრწანისის მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ბერი გაბრიელ სალოსის, ხელოვანთა, მშველიძის, პეტეფისა და მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, უზნაძის, კვინიტაძის, ნინოშვილის, პასტერის, ჩუბინაშვილის, ბაქოსა და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, X მიკრორაიონების, შუამთის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI, VII მიკრორაიონების, ჭედიას, შუშის, ტაძრის, ლაზოს, წყალსადენისა და მონასტრის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრისა და გვაზაურის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, ბაქრაძის, ვანის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ევდოშვილის, ცემისა და კედიას ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.