თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ტაშკენტისა და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ასმათის, დავარისა და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის I მიკრორაიონის, მინდელის, პოლიტკოვსკაიასა და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კრწანისის მოსახლეობას.

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ბერი გაბრიელ სალოსის, ხელოვანთა, მშველიძის, პეტეფისა და მუსხელიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, უზნაძის, კვინიტაძის, ნინოშვილის, პასტერის, ჩუბინაშვილის, ბაქოსა და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, X მიკრორაიონების, შუამთის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI, VII მიკრორაიონების, ჭედიას, შუშის, ტაძრის, ლაზოს, წყალსადენისა და მონასტრის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრისა და გვაზაურის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, ბაქრაძის, ვანის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ევდოშვილის, ცემისა და კედიას ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.