თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ნინუას, ხვინგიას, ცისარტყელის, ჭყონდიდელის და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზის, მახალდიანის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ტირიფების ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ბელინსკის, ზანდუკელის, ბარნოვის, ანასტასია ხოშტარია-ერისთავის, კერესელიძის, გოგებაშვილის და ჩირგაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჰოსპიტლის შესახვევის, რიჩარდ ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნავთლუღის და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“.