თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 13 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 13 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოდერძი ჩოხელის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის და ჩხიკვაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გივი კარტოზიას ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, ბაგრატიონის, სალიების, სააკაძის, სიღნაღის და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის და სამრეკლოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და გრიგოლ მუხაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის I, III, IV, X კვარტლების, ვარკეთილი III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი III მასივის „დ“ ქუჩის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თრიალეთის, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, თაკვერის, ჩხავერის და ნაკადულის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეიმურაზ ბატონიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.