თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, 12 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დვალის,  თაყაიშვილის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლინკას, გუდამაყრის, მუხრანის, ხორნაბუჯის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის (ნაწილობრივ) და კოკა კლდიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – 02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ბაღნარის, სკოლის, ალექსანდრე მანაგაძის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის და ჩიქვანაიას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი – 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.