თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბუდაპეშტისა და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ლევან მიქელაძის, თენგიზ აბულაძისა და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და ყიფშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონისა (ნაწილობრივ) და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის, აბაშვილისა და რომანოზ ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ზურა მირაქიშვილისა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილისა და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.