თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბუდაპეშტისა და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ლევან მიქელაძის, თენგიზ აბულაძისა და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და ყიფშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონისა (ნაწილობრივ) და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის, აბაშვილისა და რომანოზ ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ზურა მირაქიშვილისა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილისა და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.