თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 11 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 11 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, დიდუბის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, რაფიელ ერისთავის, მოლითის, კნოლევის, ქართლის, ვახტანგ ნინუას, გრიგოლ ლორთქიფანიძე, ბეჟანიშვილის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, აწყურის, ჭყონდიდელის, წიწამურის, ხუთწლედის, ღრმაღელეს, ღოღობერიძის, ქსოვრელის, თმოგვის, ილურიძის, ლომთათიძის, იმერეთის, ჯავის, ქსნის, ფარეხის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, დიდუბის დასახლების, გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, რაფიელ ერისთავის, მოლითის, კნოლევის, ქართლის, ვახტანგ ნინუას, გრიგოლ ლორთქიფანიძე, ბეჟანიშვილის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, აწყურის, ჭყონდიდელის, წიწამურის, ხუთწლედის, ღრმაღელეს, ღოღობერიძის, ქსოვრელის, თმოგვის, ილურიძის, ლომთათიძის, იმერეთის, ჯავის, ქსნის, ფარეხის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, დადიანის, ზამთრიანის, კვარაცხელიას, ადამიას, ბეთაშვილის, ჟორდანიას და შერვაშიძის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის, საყვირის, მრევლიშვილის, ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, პატარიძის და პილსუდსკის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და მეველეს ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოძიაშილის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 09:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, გობრონიძის, ბორითის, ბუგეულის, ვარდისუბნის, გრემის, დაისის და განთიადის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, ჩაჩავას, ლუბლიანას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის, წავკისის და ტაბახმელას მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.