თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 11 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 11 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III მიკრორაიონის, სუხიშვილის, დვალის, ლანდიას, თაყაიშვილის, მაისურაძის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაიაკოვსკის, სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი – 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის და გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის, ალილუევის, მახალდიანის, ხიმშიაშვილის, თოფურიძის, მანჯგალაძის, ურიდიას, კიკნაძის, კონსკაიას და სურგულაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზენის, კოკინაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ჯავის, გრუზინსკის, მოლოკოვის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის, დიდუბის და მოლითის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ლვოვის, ბუდაპეშტის, საირმის, ცინცაძის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.