თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 11 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების გამო, დღეს, 11 დეკემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, აწყურის, წინანდლის, ვაჟა ივერიელის, ლეხ კაჩინსკის, ხახანაშვილის და ზურაბიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ლისის, ტირიფების, მუხის და თუთის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და საქსოფმშენის დასახლების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბესიკის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ბარამიძის, სადმელის, გამყრელიძის, კაკაბაძის, მაღალაშვილის, სამოცდამეცამეტე, ამირანაშვილის და ველისციხის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.