თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, გობრონიძის, რომელაშვილის, ლაგურაშვილის, გაბაშვილის, ბობოხიძის, რჩეულიშვილის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის, ცინცაძის და ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, 17 შინდისელი გმირის, მხარგრძელის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის და მანდელშტამის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), 17 შინდისელი გმირის, მხარგრძელის, ჯავახეთის და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, მაისურაძის და გახოკიძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შიო მღვიმელის, ქუჩიშვილის, ნიკოლაძის, კოსტავას, ბოცვაძის, ვერეს, საქანელას, სანაპიროს და ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, გერგეთის, ასათიანის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ხახანაშილის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.