თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, თოფურიძე ვალენტინის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ირაკლი აბაშიძის, თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის, ყიფშიძის, ლევან მიქელაძის, თენგიზ აბულაძის, არაყიშვილის, გაბაშვილის, წყნეთის და ლეოპოლდ ბილფელდის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.