კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, გრიშაშვილის, კრწანისის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, ბერძნის და გორგასლის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, ერეკლე ტატიშვილის, ბარნოვის, შანიძის, სვანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ინოლა გურგულიას, დიმიტრი ბაქრაძის, გუდაურის და თარხნიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, პოლიტკოვსკაიას და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, დავით ნიშნიანიძის და გია რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, დიდუბის და დავით ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, კოტე ხიმშიაშვილის, ზურაბ ქვლივიძის, ემილ ვერჰარნის, ტერენტი გრანელის, ჩიქობავას, არაგვისპირელის და გოცირიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოლაბაურის (ნაწილობრივ), ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, პატარძეულის, უჯარმის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.