კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, დავითაშვილის და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ცოტნე დადიანის, რევაზ ურიდიას, ეროსი მანჯგალაძის, ლევან რჩეულიშვილის, ავშნის, ვახტანგ მახალდიანის და რკინიგზის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის, გუდამაყრის, ღრმაღელეს, ოქტომბრის, დაისის, კნოლევის, ზესტაფონის, ავთანდილ ღოღობერიძის და თამაზ ტოროშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, ძოწენიძის, იყალთოს და საირმის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, აკოფიანის, ალექსანდრე ჩიკვაიძის და ავლევის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, დოდო აბაშიძის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, გიგა ლორთქიფანიძის, ასათიანის და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, განთიადის, სათემოს, ნიაბის, სომხეთის, ერისთავის, კვესეთის, საინგილოს, გალავნის და სამხედროს ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.