კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლოჭინის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ლორთქიფანიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, ფაღავას, სანაძის, ერმაკოვის, სტურუას, ჭირნახულის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, თამარაშილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ოდიშელიძის, ჩერქეზიშვილის, ლვოვის, ისაკაძის, გელოვანის, ონიაშვილის, ლუქსემბურგის, არდაზიანის, კანდელაკის, ბაქრაძის, ოდესის და მგალობლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წულუკიძის, პეტეფის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ლუბლიანას, ჭიაურელის, ბოხუას, ტერევენკოს და გოგიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ჭონქაძის, ლერმონტოვის და იაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.