თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზ მეფის გამზირის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევის და ქართველიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ყირიმის, ფარავნის, ართვინის, გროზნოს, მიჩურინის, კაპანაძის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს, როსტოვის, თეთნულდის და ქინქლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.