თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II, III IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, მუხიანის დასახლების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), დუმბაძის გამზირის, ვარდისუბნის, საზანოს, 26 მაისის, ნოზაძის, გამარჯვების, ფეიქრების, წყალსადენის და სამეგრელოს ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივი VI, VII, VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, თეთრი ხევის დასახლების, ორხევის დასახლების, ქინძმარაულის (ნაწილობრივ), წუწუნავას, ვაჟა ბანეთიშვილის, გოკიელის, ნაკო საფაროვა-აბაშიძის, სააკაძის, ჩანტლაძის, ქართველიშვილის, მუხაძის, ფიროსმანის, მერაბ კოსტავას, კაკაბეთის, ახვლედიანის, ესენინის, კაკაბაძის, პეტრიწის და ამირანაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 , I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I, IIIა მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, სამგორის დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, კოტეტიშვილის, ვიქტორ კუპრაძის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, სადგურის, რწმენის, სესილია თაყაიშვილის, ჩხენკელის, თრიალეთის, ჯავახეთის, კოტეტიშვილის და სუხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV, X კვარტლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, მერვე ლეგიონის დასახლების, სამხედრო დასახლების, აეროდრომის დასახლების I ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, აბაშვილის, კალოუბნის, საცხენისის, ლაღიძის, რამიშვილის, შუამთის, ჩაჩუას, თრიალეთის, ლორთქიფანიძის და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), შხეფის, დუმბაძის, სავანელის, ამაღლების, გერგეთის, მესხის, ოქროყანის, შინდისის, ავთანდილის, ბოლო აღმართის, დავითაშვილის, ჭონქაძის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის, საქანელას, სანაპიროს და ჭანტურიას ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი -გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ახმეტელის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,” – აცხადებენ „თელასში”.