თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, III, IIIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის, თელეთის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, აბაშიძის და იმედაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კალისტრატე ქუთათელაძის, იოველ ქუთათელაძის, მიხეილ თამარაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოთხოვნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აცხადებენ „თელასში“.