თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

სამგორის რაიონი – 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამგორის დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების I, IIIა, III და IV მიკრორაიონების, კოტეტიშვილის, ვიქტორ კუპრაძის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, სადგერის, რწმენის, თრიალეთის, ჩხენკელის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილი და თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მცხოვრებლებს.

10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფაბრიკის, იოსებ გრიშაშვილის, გორგასალის და ფირდოუსის ქუჩების მცხოვრებლებს.

12:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალგეთის, შავნაბადას, თელეთის, სოღანლუღის, ნიზამ განჯელის, გიორგი მერჩულეს, ქუმსიაშვილის, ხუციშვილის, მუხათის, იაკობ ცურტაველის და იალღუჯის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი – 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, სამგორის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ანთიმოზ ივერიელის, ოსიპ მანდელშტამის, გოჩა ონაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის, ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ხარაბაძის, ანდღულაძის, ჯიქიას, ზანდუკელის, ჩოჩუას, კოპცოვის, ქობულაძის, სამგორის და ჩკალოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გობრონიძის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის და ბოჭორიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ქავთარაძის და ფერმწერთა ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ბობ უოლშის, მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.