კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
გლდანის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრავეიშვილის, ჩიტაძის, უკლებას, მთაწმინდის, მოსიძის, ბესიკის და ვილნიუსის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ივერის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ „თელასში“.