„თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 27 თებერვალს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, კაჭარავას, თელავის, ძევერის, ეთერ კაკულიას, ძეგლევის, დესპინე გელოვანის, შორაპნის, უჯარმის, შირაქის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დოლაბაურის, ზინდისის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, პატარძეულის, გარეკახეთის, დოესის და კახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამგორი-II დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ხვედელიანის, ქებურიას, ენუქიძის და ჭიჭინაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, კუტუზოვის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, ოჟიოს, გიორგი მიროტაძის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.