„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
კრწანისის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, კოსტავას, ლომინაძის, ჟორდანიას, სურგულაძის, გეგეჭკორის, შავნაბადას და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, მაისურაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.