კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
სამგორის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და რუსთავის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18;00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, პეკინის გამზირის, კონსტანტინე გამსახურდიას I და II კვარტლების, მეფე მირიანის, კოსტავას, საბურთალოს, ვახტანგ ჭაბუკიანის, ხვიჩიას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის და დოდო აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.