„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა № 1, № 2, № 6, № 8, № 10, № 12, № 79, თვალჭრელიძის ქუჩა № 7, სამგორის II ქუჩა № 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და ამ ქუჩებზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად.
ასევე, კომპანიის ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩა № 1, № 1ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტს. გაზის მიწოდება აღდგება 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.