კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის ორ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
გლდანის რაიონში, სოფელი გლდანის და მუხიანის IVა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება 18:00 საათიდან 20:– საათამდე შეიზღუდება. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ვანის, კედიას და ბაქრაძის (ნაწილობრივ) ქუჩების აბონენტებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.