თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 
თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 

„სკოლა და კლასელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის“, – ამ ლოზუნგით სოლიდარობის აქცია თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა.

ვაჟა გაფრინდაშვილის კლასელებმა მოუწოდეს ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას იაქტიურონ, რათა მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ღონისძიებას ექიმის მეუღლე და შვილებიც ესწრებოდნენ.

„მოგეხსენებათ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გიმნაზიის კურსდამთავრებულია. მისი კლასელების თხოვნით შევიკრიბეთ დღეს აქ, რათა სოლიდარობა გამოვხატოთ მისი ოჯახის, მის მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მცდელობა, როგორც ხელისუფლების ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, უკვალოდ არ ჩაივლის, იმედია, ვაჟა ექიმს მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა, თამარ კაპანაძემ.